,,წარმოიდგინეთ გავიღვიძეთ ერთ დღეს და პრემიერ-მინისტრი არის მარგველაშვილი და პრეზიდენტი კვრიკაშვილი. ჩვენ ისევ პარლამენტი ვართ. რა მოხდება ამ დროს? – აცხადებს ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და ამბობს,რომ ასეთ შემთხვევაში ,,უმრავლესობა დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები კიდევ უნდა გაიზარდოს, ვინაიდან კვრიკაშვილია პრეზიდენტი“.
,,მე არ ამირჩევია მარგველაშილი. ის იყო ,,ქართული ოცნების“ კანდიდატურა. ძალიან უხერხულია, როდესაც მიდის პიროვნული დაპირისპირება და შესაბამისად, ეს ვრცელდება იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ვცეთ პატივი. ძალიან ცუდია, როცა მიდის დაკნინება პრეზიდენტის სტატუსის, მისი თანამდებობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის და ეს ტენდენცია მიზანმიმართულია იმის გამო, რომ ,,ქართულ ოცნებას“ არ ევასება მარგველაშვილი. მარგველაშვილი ჩვენ ,,ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. მე მისთვის მხარი არ დამიჭერია და დღეს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მარგველაშვილის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს“ - განაცხადა დეპუტატმა.