ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა იკრიბება. მთავარი თემები ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება.
ყველა მუდმივმოქმედ წევრთან გაგზავნილია მოსაწვევი, თუმცა უცნობია შეხვედრას დაესწრებიან თუ არა მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე.