ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან შს მინისტრი გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.
”ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.