ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდთან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი მიყენებული მრავლლობითი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეიარაღებული მამაკაცი ხალხს ავტომობილით დაეჯახა, შემდგომ კი გაქცევა სცადა. პოლიციელებმა მოახერხეს მანქანის შეჩერება, თუმცა მძღოლმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და ერთერთი სამართალდამცველი დანით დაჭრა. პოლიციამ მოახერხა თავდამსხმელის ლიკვიდირება.
მომხდარს ლონდონის პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.