ევროპარლამენტის დეპუტატები „რუსთავი2“-ის საქმეზე განცხადებებს აკეთებენ. მათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებში შეაფასეს.
„ის ფაქტი, რომ შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მოწმობს იმას, რომ არსებობს ეჭვი იმ შედეგებზე, რომელიც გავლენას მოახდენს მედიაგარემოზე. ყოველთვის აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული ინსტიტუტები „რუსთავი2“-ის საქმეს. ჩვენ მიგვაჩნია ეს საქმე, როგორც ტესტი იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის წევრმა, სანდრა კალნიეტემ.
ევროდეპუტატები თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი აზრით, რუსთვი2 ნდობის მქონე მაუწყებელია.
„მე საგარეო საკითხებზე ვმუშაობ და სრულად ვენდობი თქვენ მიერ გავრცელებულ ცნობებს. ის ასევე რეალურ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, რაც პროპაგანდასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა“ ფრაქციის წევრმა, ანა ელიზაბეტა ფოტიგამ.