"ქართული ოცნების" წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია, გადაცემა "რეაქციის" ეთერში "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა პრობლემებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ზოგიერთი ძალა ცდილობს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.
„ეჭვი მიჩნდება, რომ გარკვეულ ჯგუფს სურს, ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. დღეს შენობაში იყო რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის აპარატთან ერთად მუშაობდნენ დაზარალებულთა სიების დადგენაზე.
ამ ადამიანებთან 5 შეხვედრა ჩატარდა. გუშინდელი შეხვედრა აბსოლუტურად საქმიანი იყო. 2 საათი მიმდინარეობდა შეხვედრა სიების დაზუსტებაზე. მათთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა. გვაქვს ურთიერთობა „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციასთან. 300 ადამიანზე იყო საუბარი, ნაწილი გამოვიდა ამ პროცესიდან იმის გამო რომ გამოიტანეს საქონელი და არ დაზარალდნენ. 187 ადამიანთან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მათთან ინდივიადუალურად დაიწყებს მოლაპარაკებას ადმინისტრაცია“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მან მერიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაანონსა და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.
„შევხვდით ამ ადამიანებს, მათთან ერთად მოხდება საბოლოო სიის ფორმირება. მე ვფიქრობ, რომ იქითა კვირიდან კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ხალხს ამ გაჭირვებაში ყვლენაირად გვერდში ამოვუდგეთ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.