ადამიანის უფლებების დამცველმა ლევან ჩიტაძემ, გადაცემა „რეაქციას" ეთერში "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების აქციის დაშლაზე ისაუბრა. პოლიციამ მათ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.
"პოლიციას თავი უნდა შეეკავებინა აქციის დაშლისაგან თუკი ეს არ არღვევდა კანცელარიის მუშაობას. მე მგონია, რომ არ არღვევდა. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კვირიკაშვილი და აქციის მონაწილეები ამ ნაწილზე რეაგირებას მოახდენენ. მოვაჭრეებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. პრობლემა ამით არ გაქრება. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამ საკითხზე", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.