პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან, ანა დოლიძის განცხადებებს ეხმაურება.
"პირდაპირ გეუბნებით, ისეთი ფრაზები ისმოდა. თითქოს პრეზიდენტის ვეტო რომ არ ყოფილიყო კაი ხნის დაღუპული იქნებოდა მთელი ჩვენი ქვეყანა. სინამდვილეში საქმე იმაშია, მოტივირებულს რომ ეძახიან ამ შენიშვნებს არც თუ ისე მოტივირებული იყო.
როდესაც კანონი ცალსახად გვეუბნება, რომ საჯარო სამარტლის იურიდიული პირი, სიპი რომელ ფორმაშიც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს , სიპის უფროსი არის დამოკიდებელი. ე.ი ეს იმას ნიშნავს რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება. სრულდება იმიტომ რომ, ამ სააგენტოს რომელიც სიპის სახით იქმნება, რომელსაც არ აქვს გამოძიების უფლება, რომელიც არის გამიჯნული გამოძიებისგან და ამავდროულად არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. თუ ასეთს ერთ სიტყვას მაინც ამოიკითახვთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნაში მაშინ მე უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.