რასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია, ე.წ. მოსმენების კანონის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს აკრიტიკებს.
მისი თქმით, პარლამენტს უნდა განეხილა პრეზიდენტის შენიშვნები, შესულიყო დისკურსიაში და არგუმენტირებული პასუხები გაეცა.
„აღმოჩნდა, რომ მმართველ ძალას არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს ეს მისთვის არაშესაფერისი ფუნქცია, რომელიც აძლევს მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ძალიან დიდი საშუალებას,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
მისი თქმით, ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას ამ საკითხის დარეგულირებისთვის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც მოუწევს მსჯელობა, არის თუ არა მიღებული კანონი შესაბამისობაში მის გადაწყვეტილებასთან. პარალელურად ვფიქრობთ, რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს,“ - აცხადებს საჯაია.