ესტონეთში სრულად თქვენს მხარეს ვართ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რაც უფრო ინტეგრირებული ვართ, უფრო დაცული ვართ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორმა განაცხადა.
,,ჩვენ, ესტონეთში სრულად თქვენს მხარეს ვარ. ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო ინტეგრირებული ვართ, უფრო დაცული ვართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა. ევროკავშირში გაწევრიანება იყო ყველაზე პოპულარული პროექტი, რომლის წარმოდგენაც კი შეეძლოთ ესტონელ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ეიკი ნესტორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეიკი ნესტორმა ამ მხრივ საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობისა და ახალი იდეების გაჟღერების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობთ, რომ თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. ამ სამიტზე ბევრ ახალ იდეას წარმოვადგენთ. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს“,- აღნიშნა ეიკი ნესტორმა.