პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძე, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.
კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ანა დოლოძეს ჰკითხა - ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი ანა დოლიძეს მიმართა კითხვით, ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და საერთოდ, ცნობს თუ არა პრეზიდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
აღნიშნულს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უნდა უპასუხონ კითხვას, ისინი პრემიერ-მინისტრს უფრო ენდობიან თუ სუს-ს.
"ჩვენი მოტივირებული შენიშვნები საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებს მიჰყვება. ნდობა- არ ნდობა კი სწორედ ემოციური ფაქტორია. ამიტომაც ეს საკითხი უნდა გამოვრიცხოთ",- აღნიშნა დოლიძემ.