სახალხო დამცველის აპარატი ომბუცმენის არჩევის წესის კონსტიტუციურ ცვლილებას აპროტესტებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარადგინეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი აირჩევა მხოლოდ ერთი ვადით. არჩევაში მონაწილეობას კი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, უმცირესობაც მიიღებს მონაწილეობას.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე აცხადებს, რომ ისინი მხარს არც ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევას ეთანხმებიან და არც არჩევის პროცესში ოპოზიციის ჩართულობას.