მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში ნებაყოფლობით, რათა შემდგომ ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
,,ახლა ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაბრუნებელი მოწმობების მიღების მსურველთა რიცხვი. მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში ნებაყოფლობით, რათა შემდგომში მიეცეთ შესაძლებლობა ლეგალურად იქ შესვლის. თუ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მასზე პირდაპირ ვერანაირად ვერ გავრცელდება უვიზო რეჟიმი, ამიტომ მათ თავიანთი სტატუსი აუცილებლად უნდა შეიცვალონ”, - განაცხადა ინგა კიკვაძემ.