დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკურ ველში დაბრუნებას გეგმავს. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი აქტიური ადამიანის გვერდით დაყენებას აპირებს. ამის შესახებ მან გადაცმა “განსხვავებულ აქცენტებში” ისაუბრა, მანვე აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი დროებით პოლიტიკაში არ ჩაერევა.
„პოლიტიკური პარტია იქნება აუცილებლად, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი და წამყვანი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან ბათუმის მოვლენებზეც ისაუბრა და მთავრობის მხრიდან “ნაციონალურ მოძრაობაზე” გაჟღერებულ ბრალდებებს შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ გაჩენილი პრობლემების სხვებზე გადაბრალებას. სრული უმოქმედობა კი ზიანს აყენებს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.
“ის იყო და რჩება ძალიან მძიმე შეცდომად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების, როდესაც საკუთარ ქმედებებს თუ სიტყვებს ადრიან, იმ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ასე და ასე. ანუ სტანდარტად მოყვანილია თუ რა იყო გუშინ და უკვე კმაყოფილებას გამოხატავენ, როდესაც რაღაც ცოტა უკეთესად არის. ბათუმის ინციდენტის პოლიტიკურად “ნაციონალურ მოძრაობაზე” ჩამოკიდება მარტივია, მაგრამ ეს არასწორი იქნება, ეს მორიგი არასწორი მცდელობა იქნება იმისა, რომ საკუთარი პრობლემები დავმალოთ და სხვას ჩამოვკიდოთ. ეს არასწორია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.