"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "პრიორიტეტის" ეთერში საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ხდება საპატრიარქოს შიდა საქმეებში ჩარევა და ორგანიზაციის დისკრიმინაციის მცდელობა.
"ძალიან ახლოს მივიდა პოლიტიკა საპატრიარქოსთან. ძალიან ახლოს მიჩოჩდნენ. შევარდნაძის დროიდან დაიწყო ეს პროცესი. სააკაშვილის დროს უკვე ჯიპიანობა წავიდა და ივანიშვილის დროს უკვე ოფიციალური მხარდაჭერა იყო მისი საარჩევნო პროცესის მიმართ. ეს არის რუის-ურბნისის კრების მე-13 მუხლის დარღვევა, რომელიც საკუთარი ხელით დაწერა დავით აღმაშენებელმა, რომლის თანახმადაც ეკლესიაში იკრძალება საერო საკითხებზე შეკრება და მსჯელობაც კი იმდენად დეპოლიტიზირებულად გამოაცხადა დავით აღმაშენებელმა ეკლესია. ვარღვევთ დავითისა და ჭყონდიდელის დანაბარებს და წესდებებს. მერე ხდება პრობლემები დედა ეკლესიაშიც, საპატრიარქოშიც, პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც.
უფლის ნებით ყველაფერს გადავლახავთ, მთავარია, ეს ეშმაკისგან მოგზავნილი რქიანი სატანა ივანიშვილის სახით მოვიცილოთ. ივანიშვილი რომ მოვიცილო ეს ხავედროვანი გზით ვერ მოხდება, ეს უნდა იყოს მასობრივი წინააღმდეგობა, ქუჩაში გამოსვლა და არ დაშლა, სანამ ეს კაცი არ ჩაჯდება გლდანის ციხეში. სხვანაირად თავს არ დაგვანებსბს, არჩევნებს არ ჩაგვატარებიბენს. არ დაიჯეროთ არაფერი. გააგრძელებს ქვეყნისა და ჩვენი სულების ოკუპაციას, რასაც იმედია, ვერ მოახერხებს",- განაცხადა ნათელაშვილმა.
მან გადაცემაში ბათუმის არეულობაზეც ისაუბრა. შალვა ნათელაშვილი გამორიცხავს აქციის წინასწარ ორგანიზებას და არეულობას სოციალური გაჭირვების ფონზე გამოწვეულ პროტესტის ტალღად აფასებს.