კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.
“საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმების კონტექსტი და მოტივი, ყველაზე კარგად "ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ კიდევ გააგრძელებს პრეზიდენტი დესტრუქციული განცხადებების გაკეთებას, მაშინ უკვე მომავალი წლიდან გადავალთ არა პირდაპირ არჩევნებზეო, ანუ მოტივი ნათელია. მოტივი "ქართული ოცნების" არის ის, რომ მათ არ მოსწონთ რომელიღაც პიროვნება და სურთ, რომ საკუთარი მმართველის ხუშტურს მოარგონ კონსტიტუცია“ - განაცხადა კანდელაკმა.