საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა იზრდება, ამის შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიში იუწყება.
ზოგადი ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით პატიმართა რაოდენობა 6.8%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში პირიქით, გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 277.7 დაკავებული მოდის. პატიმართა 25%-ზე მეტი კი ციხეში ნარკოტიკების გამო იმყოფება. თითოეული პატიმრის შენახვაზე დღიურად დაახლოებით 6 ევრო იხარჯება,რაც კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია.