„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. იგი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
„ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს“,-წერს დეკანოიძე.