გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს:
"განაჩენი გამოუტანეს ჩემს შვილს-ექსპერტიზამ განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკი -სუბოტექსიო. 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი. 8-დან 20 წლამდე პატიმრობა. თქვენი პრობლემებით აღარ შემაწუხოთ-ჩემს შვილს უნდა მივხედო. მადლობა იმ 50 კაცს, ვინც სოლიდარობა გამოხატა. მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ !" - წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.