გადაცემა "რეაქციაში" ყოფილი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბათუმის მოვლენებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.
"იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომელსაც საერთოდ არ მიჭირს იმის დაჯერება, რომ "ნაცმოძრაობა" ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო საშინელ მოვლენებს გეგმავდეს და მიხეილ სააკაშვილის თავში ყველაზე უფრო საშინელი აზრები იხაშებოდეს და ვითარდებოდეს. არასდროს ამაში ერთი წამითაც ეჭვი არ შემეპარება. ვიცი, რაზე წამსვლელია ეს ადამიანი." - აცხადებს თინა ხიდაშელი