გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. დავით ხარშილაძეს გამოძიება გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებას საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით, ესაა მთავრობის მხრიდან ზეწოლა, მის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გამო.
დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც. მისი განცხადებით, დაკავებულს აქვს რამოდენიმე ფიზიკური დაზიანება, თუმცა მხოლოდ შუბლზე მცირე დაზიანებაა დაკავებისას მიღებული.