დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 -12 მარტს არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებული 13 პირის პროცესი ჩატარდა. სასამართლო დარბაზიდან 7 მათგანი 250-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ისინი ბრალს აღიარებდნენ, თუმცა აქციის ორგანიზატორი ვერცერთმა ვერ დაასახელა.
ხვალისთვის 4 სხდომა გადადო. ამ დრომდე პატიმრობაში 7 პირი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, პროკურატურა სასამართლოს ამ დრომდე პირების მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯას სთხოვს.