"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ჭანტურია ბათუმში აქციას ლეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ მან "რეაქციის" ეთერში ისაუბრა. მან განმარტა რომ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ეხებოდა მშვიდობიან აქციას და არა შემდგომ არეულობას.
"ჯარიმის გამო რომ ადამიანი ქუჩაში გამოდის, იქ მარტო ჯარიმის გადახდა არ იმალება. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის მოტივი, რაზეც საუბრობდნენ მონაწილეები სრულიად კანონიერი იყო. არ მოსწონთ, როდესაც მათ პატრული გადაჭარბებით აჯარიმებს. რა თქმა უნდა, პროტესტი ლეგიტიმურია.
როდესაც მშვიდობიანი აქციის დროს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოცხადდა სოლიდარობა, ამის მერე საიდანღაც ჩნდებიან ნიღბიანი ადამიანები",- აღნიშნა ჭანტურიამ.