ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძემ. იგი ხელისუფლების რეაქციას არაადეკვატურს უწოდებს და აქციის შემდგომ დაპირისპირებაში უცხოურ სცენარს ხედავს: „არასოდეს ასეთი აგრესიული ფორმა, ასეთ ცეცხლწაკიდებული მანქანები, დამტვრეული მინები და ა.შ. ასეთი რამ საქართველოში არ გვინახავს. ეს რაღაც გარედან მოწოდებული სცენარი“.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ის ღამე, რომლის განმავლობაში ხდებოდა ესკალაცია ამ საპროტესტო გამოსვლების, გადავიდა უვე ძალადობრივ ფორმაში, მართლაც გადააჭარბა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს და ხელისუფლება ამ დროს, სამწუხაროდ, საქართველოს თითქოს არ ჰყავდა. საერთოდ არ ჩანდა ხელისუფლება. ხელისუფლების ვალი იყო მაშინ, გამოჩენილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ისინი უნდა ჩართულიყვნენ უშუალოდ ამ სიტუაციაში, უნდა მისულიყვნენ პროტესტის გამომხატველ ადამიანებთან,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.