„კურიერთან“ საუბარში ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, გედევან ფოფხაძე „რუსთავი 2“-ის საქმესა და მასზე გაკეთებულ კომენტარებს შეეხო. მისი თქმით, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას და მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებების მნიშვნელობა თავად მათთან უნდა დაზუსტდეს
„ქართული ოცნება ხაზგასმით აფიქსირებდა, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური მაყურებლები ამ პროცესის,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მან ასევე ისაუბრა სტრასბურგში დავის გადატანის შესახებ და ამ ფაქტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებაზე.
„მოტივაცია ექნება ერთადერთი, რომ პროცესში შენარჩუნდეს ის სამართლებრივი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა შიდა ეროვნული სასამართლო სისტემაში დავის დროს და ახლაც უნდა გაკეთდეს იგივე. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე საკუთრების უფლება ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ ორ უფლებას შორის რაიმე უპირატესობის განსაზღვრა იქნება ყოვლად დაუშვებელი,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.