პრეზიდენტი "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციები ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა.
"სამწუხაროდ, უმრავლესობის პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.