ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვების მოწყობაზე, არასერიოზულად მიიჩნევს.
“არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც. არცერთი მათგანი არ მისულა კომისიაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.