„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა, ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო.
ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
ირაკლი ჩხვირკია ერთ-ერთი იყო, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციის დროს ქალაქში ჩავიდა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, საზოგადოებასაც სოლიდარობისკენ მოუწოდა. ასევე მისი მხრიდან გაჟღერებული იყო მთავრობის გადადგომისა და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნა.