პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გაუგებარია, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრების დროს, როდესაც საკონტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა კონკრეტული პროექტის მომზადების შემდეგ, კონკრეტული საკონსტუტიციო ცვლილებების ირგვლივ იწყება.
"როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საბოლოო სახით დასრულებული არ არის და არ არის შესათავაზებელი ფორმით, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს“, - აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრა გამართა თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა.