„მძიმე ღამე გვქონდა გუშინ ყველას ბათუმში. სამართლიანი სოციალური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობის გამო გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მან მწუხარება გამოთქვა, რომ მოვლენები ასეთ არეულობაში გადაიზარდა და ამ მოვლენების მიზეზად ქვეყნის „სოციალური სიდუხჭირის გეტოდ“ გადაქცევას ასახელებს.
„ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, სანამ მინისტრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, პრეზიდენტები გავხდებით, ჯერ ხო ადამიანები ვართ? და ადამიანური ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.