"შეძახილები, ვანდალიზმი, რაც გუშინ ხდებოდა ბათუმში დაუშვებელია. ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა, რომელიც ორგანიზებული იყო კონკრეტული პირების მიერ. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას ხალხი ვერ დაუშვებს ამას. ეს აქცია ზუსტად გათვლილი იყო იმისთვის, რომ არ განვითარდეს ჩვენი რეგიონი. მით უმეტეს წინ არის ტურისტული სეზონი. ჩვენი რეგიონის ცნობადობა უფრო მაღალი ხდება. ამავდროულად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ბინძური გზებით შეაჩერონ რეგიონის განვითრება,“-განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.