საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე აქვს მკაფიო და მკვეთრი პოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან და მსგავს პროცესებთან დაკავშირებით, - ამის შესახაბ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც ოკუპაციის პირობებში აქამდე ჩატარებული სხვა მსგავსი აქტივობები, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, პროცესი, ისევე როგორც შედეგი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მას არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე აქვს მკაფიო და მკვეთრი პოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან და მსგავს პროცესებთან დაკავშირებით.
მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილია, ხოლო დღეს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები უხეშად ილახება, ყველა მსგავსი პროცესი, მათ შორის ცხინვალის რეგიონში მოახლოებული ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი, ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულია.“
აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. დეფაქტო საკანონმდებლო ორგანოს 35 მანდატის მოსაპოვებლად 137 კანდიდატი იბრძოლებს. არჩვნები შემდგარად იმ შეთხვევაში ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩეველთა 25 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.