გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკაშირებით ეს არის პრემიერის პირველი კომენტარი. მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ შს მინისტრი ბათუმში მისი დავალებით ჩავიდა და ასევე, მისი დავალებით მოხდა დაკავებულების გათავისუფლება ვითარების სტაბილიზებისთვის.
"აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომელიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება," - განაცხადა კვირიკაშვილმა.