ბათუმი საპროტესტო აქცია მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეები პოლიციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან სპეცრაზმის მობილიზება მოჰყვა. რამოდენიმე წუთის წინ გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, თუმცა მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. თვითმხილველთა ცნობით, არიან დაშავებულებიც, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ არ არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები.
“აგრესიულად განწყობილ ადამიანთა მცირე ჯგუფმა, სპეცრაზმს, რომლებიც იცავენ სამმართველოს შენობას, ქვები დაუშინეს. რამდენადაც ვხვდები სპეცრაზმმა ამის შემდეგ დაიწყო მოქმედება და უკან დაახევინა მომიტინგეებს”- “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით ბაციკაძემ.
საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციის მიერ გამკაცრებულ კონტროლს მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან რამოდენიმე დღის წინ მოქალაქეებზე ზეწოლა გაძლიერდა. გახშირდა დაჯარიმების ფაქტები და დღეს ერთერთს მოქალაქეთა დაკავებაც მოჰყვა.