საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობისა და ფართო საყოველთაო დისკუსიის მნიშვნელობა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის ცვლილების პროცესში.
„დღეს ოფიციალურად დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურჩართულობას მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესებში და ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართადიპლომატიურ კორპუსთან, კერძოდ მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოებისდიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ძალიან გახსნილ, მეგობრულ გარემოში იყო დისკუსია და მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან მოსაზრებები,თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესები და როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაქსიმალურიჩართულობა საზოგადოებისა იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ჰქვია საქართველოშიკონსტიტუციური ცვლილება",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.