დღეს, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიმართ მის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო კომისიის ფორმატის ჩამოყალიბებასა და მისთვის მეტი გამჭვირვალეობის მიცემაში, თუმცა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ამის საშუალებას არ აძლევდა.
„მე კონსტიტუციური კომისიის თანათავმჯდომარეობა მინდოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ახლა კი რას ვხედავთ, კომისია მუშაობს. სავარაუდოდ იქ მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები და იურისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება უაღრესად დახვეწილი იყოს. მაგრამ იქნება ეს ჩემი, შენი და მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?“. - ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში.