ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხვალ 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. მხარდასაჭერ აქციაზე მისულ საზოგადოებას ცნობილი სახეები და კომპანიის თანამშრომლები მიმართავენ. მისვლას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები და ტელეკომპანიის მხარდამჭერი არასამთავრობოებიც, ისინი ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.