“მე ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას და ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის [კობახიძე] განცხადებაც მე მოვისმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც კონკრეტულად იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელი იქნება წარმოდგენილი და მიღებული, იქნება ძალიან გამართული. ” - განახცადა ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.