ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა. 84 ხმით ერთხმად, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტიცა.
ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, კვლავ ეროვნულ ბანკი განისაზღვრა.
როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, მთავრობამ საფინანსო სექტორის სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩათვალა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის პირვანდელი სახით დაბრუნება.