საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩერქეზიშვილი დაინიშნა. პოზიცია მას შემდეგ იყო ვაკანტური რაც ყოფილმა მოადგილემ დავით ხუციშვილმა თანამდებობა დატოვა.
ჩერქეზიშვილი მანამდე საპარტნიორო ფონდში მუშაობდა და ეკონომიკის სამინისტროში ის კურორებას გაუწევს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მეწარმეობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებებს.
გიორგი ჩერქეზიშვილი 1979 წელს არის დაბადებული, მას წლების განმავლობაში ნამუშევარი აქვს საჯარო და კერძო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის საპარტნიორო ფონდში, საქართველოს ბანკში, საქართველოს კონტროლის პალატაში, იყო ევროკომისიის TACIS-ის პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი.
მას დამთავრებული აქვს გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის პროგრამა (საფრანგეთი-საქართველო) და არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი; ასევე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.