ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მომდევნო სესიაზე უყრის კენჭს.
როგორც ცნობილია, პაკეტი 18 კანონპროექტს მოიცავს, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სააგენტოს ანიჭებს. აღნიშნული სააგენტო სატელეფონო მოსმენებთან ერთად განახორციელებს ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერასაც და ელექტრონული ქსელების საშუალებით თვალთვალს.
მოსმენების გასაღების იმ უწყებისთვის გადაცემა, რომელიც სუს-ის დაქვემდებარებაში იმუშავებს და მთლიანად სუს-ი დააკომპლექტებს, მიუღებელია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც.