ვარკეთილის პირველ მიკრო რაიონში, უცნობმა პირებმა სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ერთიან მებრძოლთა ქუჩაზე მოხდა.
თვიმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის სალაროდან წაღებულია 1000 ლარი.
როგორც „ჯი ეიჩ ენს“ შსს-ში განუცხადეს, მძარცველი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია თანხაც.
გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.