მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დანით შეიარაღებული პალესტინელი ებრაელ სამხედროებზე თავდასხმას შეეცადა. თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა დგინდება. მსგავს ინციდენტებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელში 35 ებრაელი სამხედრო და ორი ამერიკელი ტურისტი ემსხვერპლა.