საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აწგარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელის მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, დავის საგანი კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „რომელშიც მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად არ არის იდენტიფიცირებული“ და მე-4 პუნქტის სიტყვები - „გარდაცვლილი პირის“.
გადაწყვეტილება დღეს, 17.00 საათზე გამოცხადდება.