ლიბერთი ბანკის გლდანის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავეს. 33 წლის მოქალაქემ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ცეცლი გახსნა. ორმხრივი სროლისას დაიჭრა უბნის ინსპექტორი, ასევე ბრალდებულიც. მათ სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბანკი ირაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიიმალვას შეეცადა. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.