საკონსტიტუციო სასამართლო დღეს რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს გადაწყვეტილება, ,,რუსთავი 2“-ს, ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეებზეც
"რამდენიმე საქმეზე იქნება გადაწყვეტილება. არ მინდა პლენუმის მიღმა განცხადება გავაკეთო. გამოცხადებები იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა არ ვიცი. დღეს პლენუმი გარკვეულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც სასამართლო ამა თუ იმს საკითხს იხილავს, ბუნებრივია იღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდეს,"- აცხადებს მაია კოპალეიშვილი.
იმას, რომ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება შეიძლება გამოცხადდეს, არ უარყოფს არც მერაბ ტურავა.
"დღეს და ხვალ იქნება სხდომები, რის გამოცხადებასაც მოვასწრებთ იმას გამოვაცხადებთ იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში ახალი მოსამართლეები იწყებენ. მე არ ვიცი ახლა მივალ და გავეცნობი დღის წესრიგს და მაგის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ჩემ კოლეგებს შევხვდები და ამის შემდეგ გვექნება სათქმელი. გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმეებზე, ამას მივიღებთ მას შემდეგ რაც მოსამართლეები ჩამოვლენ,"- აცხადებს მოსამართლე მერაბ ტურავა.