„იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა - განაცხადა „ტელეიმედის“ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პირდაპირ ადეიშვილისგან მიიღეს დავალება, მიეხედათ „ტელეიმედისთვის“.
„როდესაც ადეიშვილი გასცემდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევების და ტელევიზიის დალუქვის დავალებას, ამ პროცესს ესწრებოდა ნიკა გვარამია. სწორედ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება, ტელევიზიის დალუქვა, ხოლო ლიცენზიის ჩამორთმევა იყო შეთითხნილი მიზეზი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს მითითებები ხდებოდა ადეიშვილის მხრიდან”, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორი აცხადებს, რომ ამ გეგმის შესახებ იცოდნენ მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.