"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილების შუამდგომლობით მიმართავს.
ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში მიიტანა. ადვოკატი აღნიშნული მოსამართლეების აცილებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმეების განხილვისას ითხოვს.
როდის განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას საკონსტიტიტუციო სასამართლო, ვადა განსაზღვრული არ არის.