2 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სკანირების შედეგად, საბარგულში, არადეკლარირებული საქონელი - ალკოჰოლური სასმელი არაყი (42 ლიტრი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.