გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ რუსთავში მდინარე მტკვარზე მოქალაქეები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ ხრამულის სახეობის თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.